გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა.
ზღაპარი „ნაცარქექია“
საგანი/პედაგოგი
ქართული  ენა/თამარ ვაშალომიძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი    მე-3  კლასი
მოსწავლეთა პროფილი
სსსმ. მოსწავლე  განათლებას იღებს  შინ  სწავლების  მეთოდით, გაკვეთილი  ტარდება  სახლში.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         მოსწავლე   დაეჩვიოს  მოსმენას;
·         კითხვებზე  პასუხის გაცემას.
გაკვეთილის მიზანი და შედეგები
ü  მოსწავლე  ასრულებს  მასწავლებლის  მარტივ  ზეპირ ინსტრუქციას, მოსწავლე  უცნობი  სიტყვების  მნიშვნელობის დასაზუსტებლად. 
შედეგი  თვალსაჩინოა  თუ  მოსწავლე:
·         ჩამოთვლის  ზღაპარში  ნახსენებ პერსონაჟებს.
·         გასაგებია  უცნობი   სიტყვების  შინაარსი  და საუბრობს    პერსონაჟთა  საქციელზე.
წინარე ცოდნა
მოსწავლე  იხსენებს  ნაცნობ  ზღაპრებს  „კომბლე“,  „წითელქუდა“,  „სოფლის  მაშენებლები“
შეფასების საგანი და პროცედურები
განმავითარებელი  შეფასება.
ვზრუნავ  მისი  მოტივაციის ამაღლებაზე  ვარკვევ  რა მოეწონა და რა არა,   ამის მიხედვით ვაძლევ დავალებას,   ქულებს წინასწარ  შედგენილი    სქემის მიხედვით  ვაძლევთ  0, 1, 2
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
დიდ ფორმატზე  შესრულებული  ზღაპარი   „ნაცარქექიას’ პერსონაჟები.

გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა

აქტივობა 1. მასწავლებელი  მოსწავლეს აჩვენებს  დიდ ფორმატზე  შესრულებულ  ნახატს  თან აკეთებს  კომენტარს.
კომენტარებში  ისაუბრებს   თუ რას ხედავს  სურათზე, მოსწავლე  ერთვება   კითხვა-პასუხში.

გაკვეთილის B ფაზა _  შინაარსის   რეალიზება.

. მასწავლებელი  კითხულობს ზღაპარს  ნაცარქექიას  ტექსტს  ბოლომდე  და  სვამს  კითხვას.
-რას  აკეთებს ნაცარქექია?
-როგორია  დევი?
-რით  აჯობა  ნაცარქექიამ  დევს?

გაკვეთილის C ფაზა _ შეჯამება

აქტ.1 მოსწავლე  მასწავლებლის  დახმარებით  იხსენებს მსგავს სიუჟეტზე  შექმნილ  ზღაპრებს.
აქტ.2. ასახელებს ბოროტ და  კეთილ პერსონაჟებს

გაკვეთილის  შეჯამება.
ეძლევა  განმავითარებელი  შეფასება,   გაკვეთილის  მსვლელობისას  გამოვლენილი  ჩართულობისთვის

უკეთებ  კომენტარს რა მოეწონა  მასწავლებელს და რის  გაუმჯობესებას ურჩევდით.

No comments:

Post a Comment